ka
Lisi ■ Tbilisi
რას ვგეგმავთ
Suburban Shankevani სრულიად ახალი კონცეფციის სუბურბანული პროექტია საგურამოში, რომელიც სააგარაკე გარემოსა და ურბანული ცხოვრების სტილს აერთიანებს. სუბურბან შანკევანი მიზნად ისახავს მომხმარებელს მისცეს თავისუფლება საკუთარი სახლების დაპროექტებისას ისე, რომ არ დაირღვეს ერთიანი სტილი, რომელიც პროექტში ჩადებული წინასწარი წესებით დარეგულირდება. ტერიტორია 95 იზოლორებული მიწის ნაკვეთისგან შედგება და ურბანული ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა წინაპირობას ქმნის.
სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მთელ არეალს დიაგონალურად კვეთს ცენტრალური პარკი რომელიც ფუნქციურად მოიცავს რეკრეაციულ, მოსასვენებელ და სოციალიზაციის სივრცეებს, საბავშვო გასართობ სივრცესა და სპორტულ ზონას მულტიფუნქციური სპორტული მოედნითა და ჩოგბურთის კორტით. პროექტში სრულად მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი განთავსდება ყოველდღიური, აუცილებელი საჭიროების პროდუქტების სავაჭრო ობიექტები და მცირე ზომის პარკინგი.
რას გაბარებთ
პროექტი ბარდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სახით, მასთან მიყვანილი გზით, საკომუნიკაციო, კომუნალური და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურით.
Thank You!
Your message has been sent
გაიგეთ პროექტის დეტალები