კომპანია სუბურბანი კოლიერსთან თანამშრომლობით დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი და სააგარაკე პროექტების სერიას ახორციელებს. პროექტები ორიენტირებულია ქალაქგარეთ - ეკოლოგიურ და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში, საცხოვრებელი და სააგარაკე უბნების განვითარებაზე.

სუბურბანის დასახლებები მარტივად წვდომადია შესაბამისი აქტიური ურბანული ცენტრებიდან და სრულად უზრუნველოყოფილია საინჟინრო, საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით. პროექტები შედგება მიწის ნაკვეთებისაგან და მათთან ინტეგრირებულ საერთო სარეკრეაციო, სპორტულ და სოციალიზაციის კომპონენტებისაგან. საბოლოო პროდუქტის მოქნილობა შენარჩუნებულია. მომხმარებელს შეუძლია თავად შეადგინოს საკუთარი სახლის დიზაინი და გეგმარება მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს ღობის, სახურავისა და შენობის მახასიათებლებს. ეს ერთგვარი „თამაშის წესებია“, რომელიც მსგავსი ტიპის დასახლების იერსახეს იცავს და ორიენტერებულია ცხოვრების ახალ გამოცდილებაზე - მეტ სოლიდარობასა და სოციალიზაციაზე.

სრულად