მიწის ნაკვეთები ლისზე

აქ ყველაფერი თავის ადგილზეა

call us call us contact
პროექტს ახორციელებს კოლიერსი
სუბურბან ლისი
სუბურბან ლისი კოლიერსის დაბალი განაშენიანების პროექტების სერიის ნაწილია. პროექტები თბილისის მახლობლად, ისეთ ეკო-მეგობრულ გარემოში ვითარდება, როგორიც ლისის ტბა და საგურამოა. ლოკაციები მარტივად წვდომადია ურბანული ცენტრებიდან. პროექტებში უზრუნველყოფილია კომუნიკაციების სრული პაკეტი, გზები და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა. კოლიერსის გამოცდილება და წლების განმავლობაში დაგროვებული საერთაშორისო ექსპერტიზა კი დამატებითი სანდობისა და მაღალი ხარისხის გარანტიაა. პროექტი 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.
დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ
რას ვგეგმავთ
სუბურბან ლისი კოლიერსის ახალი საცხოვრებელი უბანია, რომელიც ლისის ტბასთან, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება. პროექტი მიზნად ისახავს მომხმარებელს მისცეს თავისუფლება საკუთარი სახლების დაპროექტებისას ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ერთიანი სტილი. ვიზუალური იერსახე მშენებლობის წინასწარ გაწერილი წესებით დარეგულირდება. უბანი მოიცავს 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და ცენტრალურ პარკს, რომელიც რეკრეაციულ, მოსასვენებელ და სოციალიზაციის სივრცეებს აერთიანებს. 9,300 კვ.მ გამწვანებულ ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ჩოგბურთის კორტი და სოციალიზაციის სხვა სივრცეები.
პროექტის თითოეულ მიწის ნაკვეთამდე მიყვანილი იქნება კომუნიკაციების სრული პაკეტი, საერთო საგზაო ინფრასტრუქტურითა და გარე განათების სისტემით. უბანში მაცხოვრებლებს ყველა ის სერვისი დახვდებათ, რასაც მიჩვეულები არიან. მათ ყოველდღიურობას ქარის საზიარო ელექტროტრანსპორტი და ვიჰოსტის მოვლა-პატრონობის სერვისები გაამარტივებს.
შეარჩიეთ ნაკვეთი
მიწის ნაკვეთები ლისზე
შერჩევა
lots
ვაკანტური ნაკვეთი # 56 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 12 1200 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 11 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 10 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 9 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 8 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 7 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 6 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 5 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 4 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 3 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 2 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 1 620 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 13 1177 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 14 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 15 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 16 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 17 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 18 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 19 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 20 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 21 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 22 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 23 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 24 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 25 646 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 37 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 36 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 35 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 34 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 33 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 32 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 31 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 30 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 28 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 29 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 27 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 26 698 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 38 684 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 39 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 40 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 41 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 42 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 43 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 44 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 45 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 46 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 47 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 48 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 49 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 50 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 51 866 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 60 1017 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 59 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 58 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 57 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 55 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 54 850 მ²
ვაკანტური ნაკვეთი # 53 850 მ²
გაყიდული ნაკვეთი # 52 779 მ²
რას გაბარებთ
პროექტი ბარდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სახით, მასთან მიყვანილი გზით, კომუნიკაციის სრული პაკეტითა და მოწყობილი რეკრეაციით. თითოეული მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იქნება მაღალი ხარისხის მეტალის ღობითა და ჭიშკრით, რომელიც უბნის ერთიანი იერსახის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას შექმნის.
თანამედროვე ღობე და ელექტრო ჭიშკარი
თითოეული მიწის ნაკვეთი ჩაბარდება ინდივიდუალური, უმაღლესი ხარისხის KINGCATS FENCE LIMITED-ის მეტალის ღობითა და ელექტრო ჭიშკრით.
1
ტერიტორიაზე მოეწყობა ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, რომელიც უბანს სრული, ავტონომიური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს
2
პროექტის რეკრეაციული სივრცე მოიცავს  9,300 კვ.მ მწვანე ზონას. მისი ნაწილია: პარკი, ჩოგბურთის კორტი და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი. პროექტში შიდა გზები სრულად დაიფარება ასფალტით და მოეწყობა გარე განათების სისტემა.
3-3
ყველა მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი იქნება 10 კვტ. სიმძლავრის ელექტრომომარაგების ქსელითა და დამონტაჟებული მრიცხველით
3
ნაკვეთებთან მიყვანილი იქნება მიწისქვეშა გაზსადენი ქსელი
4
სრულ ტერიტორიაზე მოეწყობა კანაილზაციის ქსელი, რომელშიც ჩაერთვება თითოეული ნაკვეთი
6
თითოეულ მიწის ნაკვეთთან მიყვანილი იქნება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი
filter ნავიგაცია
ico
ico
ico
როგორია განაშენიანების წესები
როგორია განაშენიანების წესები
როგორია განაშენიანების წესები

ვიზუალური იერსახე პროექტში ჩადებული წინასწარი წესებით დარეგულირდება. მესაკუთრეებს შეუძლიათ მოამზადონ ინდივიდუალური პროექტი, მიიღონ მშენებლობის ნებართვა და დაიწყონ სახლის მშენებლობა გენერალური გეგმის შესაბამისი, წინასწარ დადგენილი პარამეტრებით.

შენობების სიმაღლე
შენობების სიმაღლე შენობების სიმაღლე შენობების სიმაღლე შენობების სიმაღლე
შენობების სიმაღლე

შენობების მაქსიმალური სიმაღლე უნდა განისაზღვროს ქვემოთ მოცემული ჭრილების მიხედვით. მიწისზედა სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 სართულს (მანსარდის სართულის ჩათვლით).

შენობის მაქსიმალური სიმაღლე ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.

შენობის მაქსიმალური სიმაღლე ქანობიანი სახურავის შემთხვევაში, კეხის წერტილში არ უნდა აღემატებოდეს 12 მ-ს.


სართულიანობა და მაქსიმალური სიმაღლე ითვლება შემდეგი პრინციპით:
1. იმ შემთხვევაში როცა მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისასვლელ გზასთან მიმართებაში მაღალ ნიშნულზე - რელიეფის დაბალი ნიშნულიდან.
2. იმ შემთხვევაში როცა მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისასვლელ გზასთან მიმართებაში დაბალ ნიშნულზე - რელიეფის მაღალი ნიშნულიდან.


შენობის მაქსიმალურ სიმაღლეში და სართულიანობაში არ შედის:
1. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედი
2. საკვამური ან სავენტილაციო შახტა

შენობების განთავსება
შენობების განთავსება შენობების განთავსება შენობების განთავსება
შენობების განთავსება

თითოეულ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უნდა მოხდეს დადგენილი რეგულირების წითელი ხაზების ფარგლებში. აღნიშნულ რეგულირების ხაზებს არ უნდა გასცდეს შენობის ძირითადი ნაწილის (მიწისზედა სათავსების) არც ერთი ელემენტი.
 

რეგულირების წითელი ხაზების მიღმა შეიძლება მოეწყოს შემდეგი ნაგებობები:

1. საცურაო აუზი
2. მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატური
3. ღია ან დახურული ავტოსადგომი
4. მიწისქვეშა სათავსები
5. ერთ სართულიანი დამხმარე შენობა

შენიშვნა: ნებისმიერი ობიექტი, რომელიც განთავსდება რეგულირების ხაზის მიღმა მოშორებული უნდა იყოს სამეზობლო საზღვრიდან მინიმუმ 1 მ-ით.

ფასადის მოპირკეთება
ფასადის მოპირკეთება ფასადის მოპირკეთება
ფასადის მოპირკეთება

შენობის ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები:

ბუნებრივი ქვა
ფიქალი
ხე
ლითონი
აგური
ფასადის კომპოზიტური ან ბეტონის პანელები
(შესაფერისი ფერის და მასალის)


შენობის ფასადის მოსაპირკეთებელი ელემენტები:
 

1. დაუშვებელია მკვეთრი ფერების გამოყენება ფასადის მოპირკეთებისათვის.
2. შენობის ყველა ფასადი დამუშავებული უნდა იყოს მაღალი არქიტექტურული მოთხოვნებით, და სამეზობლო საზღვრის მიმართულებით მდებარე ფასადებს არ უნდა დაეთმოს ნაკლები ყურადღება.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნულის გარდა ნებისმიერი სხვა მასალისა თუ ელემენტის გამოყენების შემთხვევაში გადაწეყვეტილება (პროექტის სახით) უნდა შეთანხმდეს ტერიტორიის ადმინისტრაციასთან / საპროექტო ჯგუფთან.

შენობების გადახურვა
შენობების გადახურვა შენობების გადახურვა
შენობების გადახურვა

შენობების ბრტყელი გადახურვის მოპირკეთების მასალა შეზღუდული არ არის.
 

შენობების ქანობიანი სახურავის შემთხვევაში დასაშვებია შემდეგი მასალების გამოყენება:
 

კრამიტი
ფიქალი
თუნუქი
თუთია
ხე
მწვანე სახურავი
შინგლი (ასფალტის ყავარი)
მინა


დაუშვებელია მკვეთრი ფერის სახურავის მასალის გამოყენება (წითელი, მწვანე, ლურჯი)

ლოკაცია
სუბურბან ლისი ლისის ტბასთან ახლოს, 800 მეტრის მანძილზე შენდება. მიმდებარე არეალი გამოირჩევა რეკრეაციული გარემოთი და თბილისზე პანორამული ხედებით. აქვე გვხვდება პრემიუმ კლასი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტები, საგანმანათლებლო კლასტერი და რამდენიმე გასართობი ობიექტი. პროექტი გმირთა მოედნიდან 8 კმ-ითაა დაშორებული და წვდომადია კერძო და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით, დაახლოებით 24 წუთში.
ლოკაცია Google Map-ზე
მადლობა
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია
გაიგეთ პროექტის დეტალები